geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2026 წლის 3 სექტემბრის №19248/10 და 2026 წლის 4 სექტემბრის №19341/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 7 სექტემბრის №11 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) V ნაწილის „ბ“ პუნქტის 94-ე ქვეპუნქტით №94 დანართად დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა“  (დანართი №94);
ბ) V ნაწილის „ბ“ პუნქტის 95-ე ქვეპუნქტით №95 დანართად დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „სტომატოლოგია“ (დანართი №95);
გ) V ნაწილის „ბ“ პუნქტის 96-ე ქვეპუნქტით №96 დანართად დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“  (დანართი №96);
დ) V ნაწილის „ბ“ პუნქტის 961 ქვეპუნქტით №300 დანართად დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი)“ (დანართი №300).


2. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების მე-7 ნაწილის „ბ“ პუნქტის 204-ე და 2061 ქვეპუნქტები და “გ” პუნქტის 213-ე ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.


3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


 
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 63/2026

“სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრედიტების აღიარებისა და გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №25/2024 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და „წ“ ქვეპუნქტების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის 4 სექტემბრის №19378/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 7 სექტემბრის №11 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1.   შევიდეს ცვლილება  “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრედიტების აღიარებისა და გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №25/2024  დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: 


“4. აღიარებული კრედიტების რაოდენობიდან გამომდინარე, 180 კრედიტიანი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს ეძლევა რეკომენდაცია, სწავლა განაგრძოს შესაბამისი სემესტრიდან შემდეგი სქემის მიხედვით:

 აღიარებული კრედიტი  შესაბამისი სემესტრი
 0 – 19   I სემესტრი
 20 – 49  II სემესტრი
 50 – 79  III სემესტრი
 80 – 109  IV სემესტრი
 110 – 139  V სემესტრი
 140 – 179  VI სემესტრი

“.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4.   დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

 

სრულად

დადგენილება N: 62/2026

ირმა რატიანისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №38/2014 დადგენილების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის 2026 წლის 3 სექტემბრის №15287/10-02 წერილის, თსუ-ს რექტორის წარდგინებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 7 სექტემბრის №11 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. სამეცნიერო მოღვაწეობისა და დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ ირმა რატიანს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.


2.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 61/2026

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2026 წლის 2 ივნისის №136/01-01 ბრძანების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2026 წლის 22 ივნისის №41/2026 დადგენილება) გადაწყვეტილებებისა (წერილები: 23.07.2026, №12805/29; 23.07.2026, №12806/29) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 7 სექტემბრის №11 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:


ა) მაკროეკონომიკის კათედრა:

 

ა.ა) ნაზირა კაკულია - ასოცირებული პროფესორი;
ა.ბ) მალხაზ ჩიქობავა - ასოცირებული პროფესორი;


ბ) მაკროეკონომიკის კათედრა (ქვემიმართულება - შრომის ეკონომიკა):


მურმან ცარციძე - ასოცირებული პროფესორი;


გ) მიკროეკონომიკის კათედრა:


მარინა ჩავლეიშვილი - ასოცირებული პროფესორი;


დ) ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა:

გულნაზ ერქომაიშვილი - ასოცირებული პროფესორი;


ე) საერთაშორისო ბიზნესის კათედრა: 


დავით კბილაშვილი - ასოცირებული პროფესორი;


ვ) აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის კათედრა:


ვ.ა) მარინა მაისურაძე - ასოცირებული პროფესორი;
ვ.ბ) მერაბ ჯიქია - ასოცირებული პროფესორი;


ზ) მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრა:


ზ.ა) ვასილ კიკუტაძე - ასოცირებული პროფესორი;
ზ.ბ) გიული ქეშელაშვილი - ასოცირებული პროფესორი;


თ) მარკეტინგის კათედრა:


ბაბულია მღებრიშვილი - ასოცირებული პროფესორი;


ი) ეკონომიკასა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრა:


თეა მუნჯიშვილი - ასოცირებული პროფესორი.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 60/2026

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2026 წლის 6 აგვისტოს №210/01-01 და 2026 წლის 7 აგვისტოს №213/01-01  ბრძანებების, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2026 წლის 3 სექტემბრის №19209/27 და №19210/27 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 7 სექტემბრის №11 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის თურქოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია: 


ა) მარიკა ჯიქია - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ელისაბედ ბჟალავა - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მზისა ბუსკივაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ნანული კაჭარავა - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) ელენე ჯაველიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) დარეჯან გარდავაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მირიან მახარაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თეონა აფხაზავა - თსუ-ს ენების ცენტრის მასწავლებელი (კომისიის მდივანი).


2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის  ისტორიის  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ძველი ქართული ლიტერატურის  ისტორიის კათედრის ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია: 


ა) გიორგი ალიბეგაშვილი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მაკა ელბაქიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ეკატერინე ნავროზაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) რუსუდან ნიშნიანიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) ნანა გონჯილაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) ვლადიმერ მინაშვილი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ელენე გოგიაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) სოფიკო ძნელაძე - ფილოლოგიის დოქტორი (კომისიის მდივანი).


3. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია: 


ა) როზეტა გუჯეჯიანი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) თეიმურაზ გვიმრაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ბორის კომახიძე - ანთროპოლოგიის დოქტორი, ტურისტული სააგენტოს თანამშრომელი (კომისიის მდივანი);
დ) ქეთევან ალავერდაშვილი - თსუ-ს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
ე) ნინო ჩირგაძე - თსუ-ს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) მირიან ხოსიტაშვილი - ეთნოლოგიის დოქტორი, ეროვნული ბიბლიოთეკის ვიცე დირექტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) გიორგი მამარდაშვლი - ეთნოლოგიის დოქტორი, თსუ-ს ისტორიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ხათუნა იოსელიანი - ისტორიის დოქტორი, თსუ-ს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (კომისიის მდივანი).


4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
6. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 59/2026

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2026 წლის 10 ივნისის №145/01-01 და №146/01-01 ბრძანებების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2026 წლის 22 ივნისის №37/2026 დადგენილების მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები) გადაწყვეტილებებისა (წერილები: 31.07.2026, №13305/28; 31.07.2026, №13269/28; 31.07.2026, №13268/28; 03.08.2026, №13385/28; 05.08.2026, №13455/28) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 7 სექტემბრის №11 სხდომის ოქმის საფუძველზე, 


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:


ა) ბიოლოგიის დეპარტამენტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრა:


ბუციკო ჩხარტიშვილი - ასოცირებული პროფესორი;


ბ) კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი:

 

ბ.ა) პრაქტიკული ინფორმატიკის კათედრა:


ირინა ხუციშვილი - ასოცირებული პროფესორი;


ბ.ბ) ტექნიკური ინფორმატიკის კათედრა:


არჩილ ელიზბარაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;


გ) ფიზიკის დეპარტამენტის არაწრფივი მოვლენების ფიზიკის კათედრა:


გიორგი მჭედლიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;


დ) ქიმიის დეპარტამენტის მაკრომოლეკულების ქიმიის კათედრა:


თამარ თათრიშვილი - ასისტენტ-პროფესორი.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 58/2026

“სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში  მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 22 ივლისის №16440/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 22 ივლისის №10 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებაში:

 

ა) დადგენილების №1 დანართის - 


ა.ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,მუხლი 2. საკონკურსო თანამდებობაზე არჩევის წინაპირობები 
1. უნივერსიტეტის წამყვან პროფესორად 2 წლის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში აქვს გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები (პუბლიკაციები), მონაწილეობდა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა).

2. უნივერსიტეტის პროფესორად: 
ა) 10 წლის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და მნიშვნელოვანი პუბლიკაციები; 
ბ) უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და აქვს სხვა მიღწევები დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით). 
3. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, 7 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 
4. უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი. 
5. უნივერსიტეტში ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი. 
6. პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა განისაზღვრება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, რომლითაც ცხადდება კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად. ასეთ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია. 
7. უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს გადაცილებული პირის არჩევის წესი და პირობები განისაზღვრება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით.“;


ა.ბ) მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციიით:


,,1. წამყვანი პროფესორის, პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ–პროფესორისა და ასისტენტის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს უნივერსიტეტის რექტორი.
2. ერთიდაიგივე მიმართულების აკადემიური პერსონალის ასარჩევად კონკურსი წამყვანი პროფესორის, პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად ცხადდება და ტარდება სხვა აკადემიური თანამდებობების დაკავების მიზნით გამოსაცხადებელი (ჩასატარებელი) კონკურსებისაგან დამოუკიდებლად.“;


ა.გ) მე-3 მუხლს პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:


“11. ფაკულტეტზე წამყვანი პროფესორის ვაკანტურ პოზიციათა რაოდენობას შეიმუშავებს ფაკულტეტის დეკანი, კათედრების/მიმართულებების, ინსტიტუტების, დეპარტამენტების რაოდენობის, შინაარსობრივი სპეციფიკის, ასევე სხვა საჭიროების გათვალისწინებით და დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის რექტორსა და კანცლერს.”;


ბ) დადგენილების №3 დანართის (კონკურსანტის ანკეტა):


ბ.ა) ,,ბ“ ქვეპუნქტს (,,საკონკურსო პოზიცია“) დაემატოს კომპონენტი ,,წამყვანი პროფესორი“;


ბ.ბ)  3.10 ქვეპუნქტის სქოლიო ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 


,,1 სამეცნიერო კვლევების კონცეფციის წარმოდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ აპლიკანტებისთვის, რომელთაც სურთ წამყვანი პროფესორის, პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავება, ასისტენტ–პროფესორები და ასისტენტები წარმოადგენენ სამოტივაციო წერილს.“;


გ) დადგენილების №4 დანართის (კონკურსანტის შეფასების ფორმა):


გ.ა) ,,ბ“ ქვეპუნქტს (,,საკონკურსო პოზიცია“) დაემატოს კომპონენტი - ,,წამყვანი პროფესორი“;


გ.ბ) 3.10 ქვეპუნქტის სქოლიო ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 


,,1 სამეცნიერო კვლევების კონცეფციის წარმოდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ აპლიკანტებისთვის, რომელთაც სურთ წამყვანი პროფესორის, პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავება, ასისტენტ–პროფესორები და ასისტენტები წარმოადგენენ სამოტივაციო წერილს.“.


2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


 
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 57/2026

“სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №112/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2  ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 22 ივლისის №16440/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 22 ივლისის №10 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის  №112/2013 დადგენილებაში და პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1, დანართი №2, დანართი №3, დანართი №4, დანართი №5, დანართი №6 და დანართი №7  ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით (დანართი №1, დანართი №2, დანართი №3, დანართი №4, დანართი №5, დანართი №6, დანართი №7).


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 56/2026

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  კურსდამთავრებულთა უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოების წესის დადგენისა და დამტკიცების უფლებამოსილების უნივერსიტეტის რექტორისათვის გადაცემის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  2026 წლის 10 ივლისის №15481/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 13 ივლისის №9 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. უნივერსიტეტის რექტორს მიენიჭოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოების წესის დადგენისა და დამტკიცების უფლებამოსილება.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 55/2026

“სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში  მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 13 ივლისის №9 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებაში და პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-4 მუხლს, მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:


,,61. კომისია, მუშაობის დაწყებამდე, შეფასების კრიტერიუმების გამოყენების პროცედურულ საკითხებთან, შეფასების ფორმების შევსების პროცედურულ საკითხებთან, ოქმების შედგენისა და სხვა პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით, ვალდებულია სამართლებრივი კონსულტაცია გაიაროს უნივერსიტეტის იურიდიულ დეპარტამენტთან.”. 


2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


 
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 54/2026

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადებისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების 2026-2027 სასწავლო წლის ანკეტა-კითხვარების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2026 წლის 10 ივლისის №15480/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 13 ივლისის №9 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადებისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების  საგანმანათლებლო პროგრამების 2026-2027 სასწავლო წლის ანკეტა-კითხვარები (დანართი №1; დანართი №2). 


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

დადგენილება N: 53/2026

“სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2026-2027 სასწავლო წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2026 წლის 9 მარტის №21/2026 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2026 წლის 10 ივლისის №15482/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 13 ივლისის №9 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილება “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2026-2027 სასწავლო წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2026 წლის 9 მარტის №21/2026 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით (დანართი №1). 


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

დადგენილება N: 52/2026

“სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის №184/2018 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის პირველი ივლისის №14693/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 13 ივლისის №9 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. ამოღებულ იქნეს “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის №184/2018 დადგენილების 1.1 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი.


2.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 51/2026

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2026 წლის 20 მაისის №118/01-01 ბრძანების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2026 წლის 22 ივნისის №35/2026 დადგენილება) გადაწყვეტილებისა (წერილი: 08.07.2026, №11691/10-02) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 13 ივლისის №9 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:


ა) სლავისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის რუსეთის ისტორიის კათედრა:


დალი კანდელაკი - ასოცირებული პროფესორი;


ბ) მსოფლიო ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრა:


ფატიმა შეყლაშვილი - ასოცირებული პროფესორი.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 50/2026

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2026 წლის 5 თებერვლის №22/01-01 ბრძანების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2026 წლის 19 თებერვლის №10/2026 დადგენილება) გადაწყვეტილებისა (წერილი: 21.04.2026, №7212/10-02) და საკონკურსო-სააპელაციო კომისიის დასკვნის (წერილი: 17.04.2026, №7058/10-02), თსუ-ს იურიდიული დეპატრამენტის 2026 წლის 9 ივნისის №12663/10 მოხსენებითი ბარათისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 29 ივნისის №8 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1.  საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნეს ვლადიმერ ნაფეტვარიძე.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 49/2026

“სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2025 წლის 3 თებერვლის №6/2025 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2  ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2026 წლის  25 ივნისის №14137/30 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 29 ივნისის №8 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილება “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2025 წლის 3 თებერვლის №6/2025 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:


„მუხლი 201. გარდამავალი დებულებები
დოქტორანტებს, რომლებიც 2019 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით ირიცხებოდნენ დამატებით სასწავლო სემესტრში და 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მდგომარეობით ირიცხებიან ჯამურად მე-10 და მომდევნო სასწავლო სემესტრებში, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დასასრულებლად, შეიძლება მიეცეთ ჯამში არაუმეტეს 6 დამატებითი სასწავლო სემესტრის გამოყენების უფლება.“.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 48/2026

აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის №49/2014 დადგენილებაში - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების  მიღების წესი და უცხო ენის ცოდნის განმარტება“ -  ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2  ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის 29 ივნისის №14279/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 29 ივნისის №8 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის №49/2014 დადგენილებაში - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიღების წესი და უცხო ენის ცოდნის განმარტება“ - შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:


ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით:


“სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიღების წესისა და უცხო ენის ცოდნის განმარტების დამტკიცების შესახებ”;


ბ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების  მიღების წესი" ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით (დანართი №1).


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 47/2026

“სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №112/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2  ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 29 ივნისის №14251/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 29 ივნისის №8 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის  №112/2013 დადგენილებაში და პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №2, დანართი №3, დანართი №4, დანართი №5, დანართი №6 და დანართი №7  ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით (დანართი №2, დანართი №3, დანართი №4, დანართი №5, დანართი №6, დანართი №7).


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 46/2026

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2026 წლის 26 ივნისის №14171/10, №14172/10, №14180/10 წერილებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 29 ივნისის №8 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის 82 ქვეპუნქტით №191 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება (ქართულ–ფრანგული)“ (დანართი №191);
ბ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 38-ე ქვეპუნქტით №38 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სოციალური მუშაობა” (დანართი №38);
გ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 6614 ქვეპუნქტით №310 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „პოლიტიკის ანალიზი და საჯარო პოლიტიკა“ (დანართი №310).
დ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 6616 ქვეპუნქტით №326 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ორგანიზაციის ტრანსფორმაცია და კონსულტირება“ (დანართი №326).
ე) II ნაწილის „დ“ პუნქტის 72-ე ქვეპუნქტით №72 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „სოციალური მუშაობა“ (დანართი №72);
ვ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 73-ე ქვეპუნქტით №73 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „სოციოლოგია“ (დანართი №73);
ზ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 74-ე ქვეპუნქტით №74 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება“ (დანართი №74); 
თ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 75-ე ქვეპუნქტით №75 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „საზოგადოებრივი გეოგრაფია“ (დანართი №75);
ი) II ნაწილის „დ“ პუნქტის 761 ქვეპუნქტით №198 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „მასობრივი კომუნიკაცია“ (დანართი №198);
კ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 762 ქვეპუნქტით №199 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „საერთაშორისო ურთიერთობები“ (დანართი №199);
ლ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 767 ქვეპუნქტით №252 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „კულტურის და მედიის სოციოლოგია“ (დანართი №252);
მ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 768 ქვეპუნქტით №257 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „კონფლიქტოლოგია“ (დანართი №257);
ნ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 769 ქვეპუნქტით №268 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „დემოგრაფია“ (დანართი №268);
ო) II ნაწილის „დ“ პუნქტის 7610 ქვეპუნქტით №269 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება“ (დანართი №269);
პ) IV ნაწილის „ა“ პუნქტის 87-ე ქვეპუნქტით №87 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სამართალი“ (დანართი №87);
ჟ) IV ნაწილის „ა“ პუნქტის 88-ე ქვეპუნქტით №88 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „საერთაშორისო სამართალი“ (დანართი №88);
რ) IV ნაწილის „ბ“ პუნქტის 89-ე ქვეპუნქტით №89 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სამართალი“ (დანართი №89);
ს) IV ნაწილის „ბ“ პუნქტის 91-ე ქვეპუნქტით №91 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “საერთაშორისო სამართალი“ (დანართი №91);   
ტ) IV ნაწილის „ბ“ პუნქტის 911 ქვეპუნქტით №207 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “მიგრაციის მართვა“ (დანართი №207);   
უ) IV ნაწილის „დ“ პუნქტის 922 ქვეპუნქტით №253 დანართად დამტკიცებული ინტერფაკულტეტური პროგრამა „სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობა“ (დანართი №253).

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

 

სრულად

დადგენილება N: 45/2026

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2026 წლის 19 ივნისის №13625/10, №13624/10, №13589/10, №13623/10, №13611/10 წერილებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 22 ივნისის №7 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-5 ქვეპუნქტით №5 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ბიოლოგია“ (დანართი №5);
ბ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-12 ქვეპუნქტით №12 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მათემატიკა“ (დანართი №12);
გ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-13 ქვეპუნქტით №13 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი მათემატიკა“ (დანართი №13);
დ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-14 ქვეპუნქტით №14 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ფუნდამენტური ფიზიკა“ (დანართი №14);
ე) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-15 ქვეპუნქტით №15 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი ფიზიკა“ (დანართი №15);
ვ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-16 ქვეპუნქტით №16 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ქიმია“ (დანართი №16);
ზ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-17 ქვეპუნქტით №17 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ქიმიური ექსპერტიზა“ (დანართი №17);
თ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-18 ქვეპუნქტით №18 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბიოლოგია“ (დანართი №18);
ი) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-19 ქვეპუნქტით №19 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება“ (დანართი №19);
კ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-20 ქვეპუნქტით №20 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გეომორფოლოგია, კარტოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება“ (დანართი №20);
ლ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის 21-ე ქვეპუნქტით №21 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გეოლოგია“ (დანართი №21);
მ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის 22-ე ქვეპუნქტით №22 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბიოფიზიკა“ (დანართი №22);
ნ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის 231 ქვეპუნქტით №193 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია“ (დანართი №193);
ო) I ნაწილის „ბ“ პუნქტის 234 ქვეპუნქტით №275 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა“ (დანართი №275);
პ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 45-ე ქვეპუნქტით №45 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “მედიის კვლევები“ (დანართი №45);
ჟ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 59-ე ქვეპუნქტით №59 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “სოციალური მუშაობა“ (დანართი №59);
რ) II ნაწილის „გ“ პუნქტის მე-60 ქვეპუნქტით №60 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “სოციოლოგია“ (დანართი №60);
ს) II ნაწილის „გ“ პუნქტის 62-ე ქვეპუნქტით №62 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფია“ (დანართი №62);
ტ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 63-ე ქვეპუნქტით №63 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება“ (დანართი №63);
უ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 65-ე ქვეპუნქტით №65 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა“ (დანართი №65);
ფ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 6610 ქვეპუნქტით №295 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები (ინგლისურენოვანი)“ (დანართი №295);
ქ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 6611 ქვეპუნქტით №296 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია: პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება (ინგლისურენოვანი)“ (დანართი №296);
ღ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 6612 ქვეპუნქტით №304 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - ციფრული მედია და ინოვაციები“ (დანართი №304);
ყ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 6614 ქვეპუნქტით №310 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „პოლიტიკის ანალიზი და საჯარო პოლიტიკა“ (დანართი №310).
შ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 6615 ქვეპუნქტით №322 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ეროვნული უსაფრთხოება: დემოგრაფიული პოლიტიკა და მიგრაციები“ (დანართი №322);
ჩ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 6616 ქვეპუნქტით №326 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ორგანიზაციის ტრანსფორმაცია და კონსულტირება“ (დანართი №326);
ც) II ნაწილის „გ“ პუნქტის 6617 ქვეპუნქტით №328 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისათვის“ (დანართი №328).
ძ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 6618 ქვეპუნქტით №329 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბავშვის უფლებები“ (დანართი №329).
წ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 768 ქვეპუნქტით №257 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კონფლიქტოლოგია“ (დანართი №257);
ჭ) III ნაწილის „ა“ პუნქტის 77-ე ქვეპუნქტით №77 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეკონომიკა“ (დანართი №77);
ხ) III ნაწილის „ა“ პუნქტის 791 ქვეპუნქტით №274 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „საბაკალავრო პროგრამა ეკონომიკაში (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა)“ (დანართი №274);
ჯ) III ნაწილის „ა“ პუნქტის 793 ქვეპუნქტით №321 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ (დანართი №321);
ჰ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-80 ქვეპუნქტით №80 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ეკონომიკა“ (დანართი №80);
1) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 81-ე ქვეპუნქტით №81 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ (დანართი №81);
2) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 831 ქვეპუნქტით №211 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ტურიზმი“ (დანართი №211);
3) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 834  ქვეპუნქტით №306 დანართად  დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა)” (დანართი №306);
4) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 142-ე ქვეპუნქტით №142 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ფილოსოფია“ (დანართი №142); 
5) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 143-ე ქვეპუნქტით №143 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „საქართველოს ისტორია“ (დანართი №143); 
6) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 144-ე ქვეპუნქტით №144 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ახალი და უახლესი ისტორია“ (დანართი №144); 
7) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 146-ე ქვეპუნქტით №146 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ძველი ენები და ცივილიზაციები“ (დანართი №146); 
8) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 148-ე ქვეპუნქტით №148 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „შუა საუკუნეების ისტორია“ (დანართი №148); 
ჰ9) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 149-ე ქვეპუნქტით №149 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „არქეოლოგია“ (დანართი №149); 
10) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 151-ე ქვეპუნქტით №151 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერება“ (დანართი №151); 
11) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 152-ე ქვეპუნქტით №152 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ქართველური ენათმეცნიერება“ (დანართი №152);
12) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 153-ე ქვეპუნქტით №153 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ქართული ლიტერატურა“ (დანართი №153);
13) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 154-ე ქვეპუნქტით №154 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ინგლისური ფილოლოგია“ (დანართი №154);
14) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 155-ე ქვეპუნქტით №155 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გერმანული ფილოლოგია“ (დანართი №155);
15) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 156-ე ქვეპუნქტით №156 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „რომანული ფილოლოგია“ (დანართი №156);
16) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 157-ე ქვეპუნქტით №157 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბერძნულ-რომაული ფილოლოგია“ (დანართი №157);
17) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 158-ე ქვეპუნქტით №158 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სლავური ფილოლოგია“ (დანართი №158);
18) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 159-ე ქვეპუნქტით №159 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „თარგმანის თეორია და მთარგმნელობითი პრაქტიკა“ (დანართი №159);
19) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 160-ე ქვეპუნქტით №160 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ლიტერატურათმცოდნეობა, ტექსტოლოგია  და სარედაქციო-საგამომცემლო საქმე“  (დანართი №160);
20) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 161-ე ქვეპუნქტით №161 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგია“ (დანართი №161); 
21) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 162-ე ქვეპუნქტით №162 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კავკასიოლოგია“ (დანართი №162); 
22) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 163-ე ქვეპუნქტით №163 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ამერიკისმცოდნეობა“ (დანართი №163); 
23) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 164-ე ქვეპუნქტით №164 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „რუსეთისმცოდნეობა“ (დანართი №164); 
24) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 165-ე ქვეპუნქტით №165 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „არაბისტიკა“ (დანართი №165); 
25) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 166-ე ქვეპუნქტით №166 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ასირიოლოგია“ (დანართი №166); 
26) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 167-ე ქვეპუნქტით №167 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ირანისტიკა“ (დანართი №167); 
27) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 168-ე ქვეპუნქტით №168 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „თურქოლოგია“ (დანართი №168); 
28) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 170-ე ქვეპუნქტით №170 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „თარგმანი და კულტურათაშორისი ურთიერთობები“ (დანართი №170);
29) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 173-ე ქვეპუნქტით №173 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კულტურის კვლევები“ (დანართი №173);
30) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 174-ე ქვეპუნქტით №174 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია“ (დანართი №174);
31) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 177-ე ქვეპუნქტით №177 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კავკასიოლოგია (რუსულენოვანი)“ (დანართი №177);
32) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 178-ე ქვეპუნქტით №178 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სლავური ფილოლოგია (რუსულენოვანი)“ (დანართი №178);
33) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 1781 ქვეპუნქტით №259 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სკანდინავისტიკა“ (დანართი №259);
34) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 1782 ქვეპუნქტით №323 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ანტიკური ლიტერატურა და მისი რეცეფციები“ (დანართი №323);
35) VII  ნაწილის „გ“ პუნქტის 2151 ქვეპუნქტით №260 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა “განათლების ფსიქოლოგია“ (დანართი №260);
36) VII  ნაწილის „გ“ პუნქტის 2152 ქვეპუნქტით №279 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა “პოზიტიური ფსიქოლოგია - ემპირიული კვლევები“ (დანართი №279).


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 44/2026